23 აპრილი 2021,   21:52
ვრცლად
​საქართველო 18 ქვეყანას შორის მოხვდა რომელიც Pfizer-ის ვაქცინას COVAX-ისგან გამონაკლისის წესით მიიღებს - თამარ გაბუნია 

Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის საკითხი, სავარაუდოდ, ხვალ გადაწყდება. სწორედ მომდევნო დღეებში იგეგმება კომუნიკაცია ქართულ მხარესა და მწარმოებელ კომპანიას შორის.

წინასწარ გათვალისწინებულია, რომ  Pfizer-ის პრეპარატის პირველი დოზა განისაზღვროს 30 ათასით. თარიღი კი დასაზუსტებელია. განმარტებები ჯანდაცვის სამინისტროში დღესაც გაკეთდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, COVAX პლატფორმაზე გამოქვეყნებული ალოკაციის სქემა 140 ქვეყანას მოიცავს, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები პირველ ეტაპზე მიეწოდება.

გაბუნიას განმარტებით, მათგან იდენტიფიცირებულია 18 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო, რომელიც გამონაკლისის წესით მიიღებს  Pfizer-ის ვაქცინას.

"გუშინ COVAX პლატფორმაზე გამოქვეყნდა დაზუსტებული ალოკაციის სქემა AstraZeneca​-სთვის და  Pfizer-ის​თვის. 140 ქვეყანაა ალოკაციის სქემაში მოქცეული პირველ ეტაპზე ვაქცინების განაწილებისთვის, აქედან 18 ქვეყანა არის იდენტიფიცირებული, მათ შორის, საქართველო, რომელიც გამონაკლისის წესით მიიღებს  Pfizer-ის​ ვაქცინას.

რაოდენობა რჩება ის, რაც თავიდანვე იყო დაანონსებული – 29 250 დოზა, სავარაუდოდ მარტის ბოლომდე გვეცოდინება, კონკრეტულად როდის შემოვა.

რაც შეეხება AstraZeneca-სალოკაციაში მითითებულია 129 600 დოზა, რომელიც საქართველომ მაისის ბოლომდე უნდა მიიღოს. საწყის კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენთვის თებერვალში გახდა ცნობილი, მითითებული იყო 144 000 დოზაზე მეტი რაოდენობა – 314 000 დოზამდე, თუმცა ეს რაოდენობა იყო განსაზღვრული ივნისის ბოლომდე. COVAX-ი აზუსტებს, რომ რაოდენობა, რომელიც გუშინდელ კომუნიკაციაშია აღწერილი, არ ნიშნავს საქარათველოსთვის გამოყოფილი ვაქცინის დოზების შემცირებას," - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები