19 აპრილი 2021,   05:55
ვრცლად
83 ჰექტარზე მეტი მიტაცებული ტერიტორია - დვანელები საოკუპაციო რეჟიმის მიერ მათი უფლებების დარღვევას აპროტესტებენ

სტრასბურგის სასამართლომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანის მოსახლეობის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.

83 ჰექტარზე მეტი მიტაცებული ტერიტორია - საძოვრები და სახნავ-სათესი მიწები; მიწები, რომელიც დვანელებისთვის შემოსავლის ერთ-ერთი უმთავრესი წყარო იყო - ეს რუსული აგრესიის შემდეგ, ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის 600 მეტრით გადმოწევის შედეგია. მავთულხლართებს მიღმა, სამ ადგილობრივს საცხოვრებელი სახლების დატოვებაც მოუწია.

19 მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმის მიერ მათი უფლებების დარღვევას, გადაადგილების და კუთვნილი მიწებით სარგებლობის უფლების დარღვევაზე ჩივის. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მათ 2014 წელს მიმართეს. ინდივიდუალური სარჩელის მომზადებაში დაზარალებულ მოქალაქეებს საია დაეხმარა.

რუსული ოკუპაციის შედეგებთან ბრძოლის კუთხით არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევას მიესალმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ამასთან, თეა ახვლედიანი ოკუპაციის შედეგების ბრძოლასთან მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და ამბობს, რომ ეროვნული პრობლემის გადასაჭრელად ნებისმიერი ძალისხმევა დასაფასებელია.

დღის ამბები