01 მარტი 2021,   01:40
ვრცლად
ბახმაროში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

კურორტ ბახმაროზე რამდენიმე საათის წინ ხანძარი იყო. კურორტზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ბახმაროში ჩოხატაურის მერის წარმომადგენლის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ბახმაროსკენ გზა ჩაკეტილია, შესაბამისად, კურორტზე ასვლა სახანძრო სამსახურმა ვერ შეძლო.

სახლი მოქალაქე გიორგი კეჭაყმაძეს ეკუთვნოდა, რომელიც ტურისტულ საქმიანობას ეწევა და იმ მომენტშიც კურორტზე იმყოფებოდა.

დღის ამბები