07 მარტი 2021,   16:24
ვრცლად
"ქართული ოცნების" ყრილობის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დაკავებული 9-ვე პირი გაათავისუფლეს 

"ქართული ოცნების" ყრილობის პარალელურად ექსპოჯორჯიასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული 9-ვე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" შსს-ში დაიდასტურეს. 

ექსპო ჯორჯიასთან საპროტესტო აქცია სამოქალაქო აქტივისტებმა გამართეს. მათ სამტრედიის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა აქციის მონაწილეებს ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

აქცია ამჯერად უკვე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პოლიციის განყოფილებასთან გრძელდება. 

 

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები