21 ოქტომბერი 2026,   16:32
ვრცლად
მაკრონის თქმით, საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე უცხოელი ლიდერები "მიუღებელ და სულელურ" განცხადებებს აკეთებენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უცხოელი ლიდერების განცხადებები გააკრიტიკა და მათ შეფასებებს "მიუღებელი და ხშირად სულელური" უწოდა.

როგორც ფრანგული გამოცემა France24-ი წერს, მაკრონის კრიტიკა ირიბად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მისამართით იყო გაკეთებული.

"არიან ადამიანები, რომლებიც საფრანგეთის ხარჯზე ცდილობენ პოლიტიკური სარგებლის მიღებას - ლიდერები, რომლებიც საარჩევნო კამპანიის რეჟიმში იმყოფებიან, იქნება ეს აქ, რეგიონში, თუ ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს", - განაცხადა მაკრონმა.

დღის ამბები