21 ოქტომბერი 2026,   18:33
ვრცლად
სახალხო დამცველი გერმანიის ელჩს შეხვდა

ლევან იოსელიანი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა.

სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო.

მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.

დღის ამბები