21 ოქტომბერი 2026,   20:53
ვრცლად
გარდაიცვალა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე

გარდაიცვალა გიორგი ნემსაძე – საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი. 1988-1991 და 1993-1995 წლებში ის თამაშობდა თბილისის "დინამოში"; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის "გურიაში"; 1992-1993 წლებში თბილისის "შევარდენში"; ასევე გამოდიოდა გერმანიის "ჰამბურგში"; თურქეთის "ტრაბზონსპორში", შვეიცარიის "გრასჰოპერსში", იტალიურ "რეჯანაში", თბილისის "ლოკომოტივში", იყო შოტლანდიური "დანდის" კაპიტანი, კარიერა "დინამოში" დაასრულა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, 1992-2004 წლებში, გიორგი ნემსაძეს ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში ის თბილისის "დინამოს" სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.

იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 42 შეხვედრაში. 2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და მის თაობას ავარჯიშებდა.

დღის ამბები