07 მარტი 2021,   15:46
ვრცლად
"არ გააჩეროთ ნამოხვანჰესი", "დაგვიბრუნეთ სამსახურები" - რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა

"არ გააჩეროთ ნამოხვანჰესი", "დაგვიბრუნეთ სამსახურები" - რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა. ადგილობრივები ჰესების მშენებლობის განახლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ხეობის განვითარება ნამოხვანჰესის მშენებლობაზეა დამოკიდებული. 

აქციის მონაწილეთა თქმით, ჰესის მშენებლობის შემთხვევაში განვითარდება ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდებიან. 

ადგილობრივები ჰესების მშენებლობაში საფრთხეებს ვერ ხედავენ და მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები