15 იანვარი 2021,   22:31
ვრცლად
მუსლიმების მტკიცებით, ბუკნარში მეჩეთის აშენებას არ გეგმავენ - რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის უნდობლობაა

კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე - სოფელ ბუკნარში, ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის ვითარება უკიდურესად იძაბება, მიზეზი სამლოცველოს მოწყობაა.

ამისთვის მუსულმანებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სახლი შეიძინეს, თუმცა ადგილობრივ ქრისტიანებს აქვთ მოლოდინი, რომ იქ მეჩეთი და მინარეთი დაიდგმება.

თავის მხრივ მუფტიც და მუსლიმური თემიც ირწმუნებიან, რომ ბუკნარში მეჩეთი არ შენდება. მხარეებს შორის უნდობლობაა.

მუსლიმი თემის მხარდასაჭერად გურიაში აჭარიდანაც ჩავიდნენ. მუსულმანები ბუკნარში უკვე რამდენიმე ათეული წელია ცხოვრობენ. ისინი ზღვისპირა სოფელში გურიისა და აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სხვადასხვა დროს ჩასახლდნენ.

დღის ამბები