16 იანვარი 2021,   13:34
ვრცლად
1 თებერვლიდან ყველა სფერო არ გაიხსნება - ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე არც სასწავლო პროცესის აღდგენა იგეგმება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ბიზნესის სხვა სფეროების გახსნაზე იანვრის ბოლოს იმსჯელებს. მისივე განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის აღდგენა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

"1 თებერვლიდან ყველა სფერო არ გაიხსნება. შეხვედრები გაგრძელდება და 1 თებერვლიდან ჩვენ ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ქსელები და მოლები. კონკრეტულად, შემდეგ რომელი სფერო გაიხსნება, აღდგება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ამაზე ჩვენ იანვრის ბოლოს ვიმსჯელებთ, როდესაც გვექნება უფრო მეტი სიცხადე,"-აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

დღის ამბები