15 იანვარი 2021,   22:04
ვრცლად
ბიზნესის მხარდაჭერის მთავარი მიზანი წნეხის შემსუბუქება და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა - ბექა ლილუაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებასთან ერთად, მთავრობამ მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტიც წარმოადგინა.

მისივე თქმით, ბიზნესის მხარდაჭერის მთავარი მიზანი წნეხის შემსუბუქება და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა.

"ვხედავთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა მართვადი, ბუნებრივია, პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით 8 დიდ ქალაქში.შესაბამისად, წარმოადგინა თანაბარზომიერად დაბალანსებული მხარდაჭერის პაკეტი, ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ბიზნესის მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით მთავარი შინაარსი არის, რომ შევუმსუბუქოთ ბიზნესს ის ეკონომიკური წნეხი, რომელიც შეზღუდვების შედეგად მათ მიადგებათ და ამის მთავარი მიზანი არის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები,"-განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. 

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები დროში ზუსტად არის გაწერილი. 

"ეს შეზღუდვები არის წერტილოვანი და ჩვენ საუბარი არ გვაქვს სისტემურ ლოკდაუნზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ წლის დასაწყისისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს დრეს დროში კარგად ხილვადი შეზღუდვები, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები არის ორ თვიანი და ამის მიზანია, შევამციროთ ვირუსის გავრცელება. ცხადია, შეზღუდვებთან ერთად, ხელისუფლებამ ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად შეიმუსავა ისეთი მხარდაჭერის ღონისძიებები, რომელიც ბიზნესს დაეხმარება ამ ტვირთის შემსუბუქებაში,"-განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა. 

დღის ამბები