15 იანვარი 2021,   22:56
ვრცლად
დაწესებული შეზღუდვები საცალო ვაჭრობისთვის ტოტალური ლოკდაუნის ტოლფასია - "ისთ ფოინთის" მარკეტინგის დირექტორი

როგორ იმოქმედებს საცალო ვაჭრობის ობიექტებზე შეზღუდვები, რომელსაც ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებით 28 ნოემბრიდან აწესებს, ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში "ისთ ფოინთის" მარკეტინგის დირექტორმა თეიკო ლომინაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე პერიოდში დაწესებული შეზღუდვები საცალო ვაჭრობისთვის ტოტალური ლოკდაუნის ტოლფასია, რადგან დეკემბრის თვე ვაჭრობისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია:

"პირველი ლოკდაუნის შემდეგ თითქმის ყველა ჩვენთან წარმოდგენილი ბრენდი და დამქირავებელი, როგორც ადგილობრივი, ისევე საერთაშორისო, აქამდე მოვიდა იმედით და ინერციით, რომ დეკემბრის თვეში შეძლებდნენ მუშაობას და დეკემბრის თვე მისცემდათ შესაძლებლობას, რომ დაეწყოთ ამ კრიზისიდან გამოსვლა, თუმცა დღევანდელი შეზღუდვების დაანონსებით ჩვენ არ ვიცით როგორ დავასრულებთ წელს," - აღნიშნა თეიკო ლომინაძემ.

"ისთ ფოინთის" წარმომადგენელი ამბობს, რომ ისინი ყველანაირად ცდილობენ თანამშრომლების შენარჩუნებას, თუმცა საეჭვოა მოახერხებენ, თუ არა იგივეს მცირე და საშუალო ბრენდები:

"ისთ პოინტი საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციაა და ამ წუთებში მენეჯმენტი საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ შევძლოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი ყველა თანამშრომელი, თუმცა მე არ ვიცი ამას როგორ მოახერხებენ მცირე და საშუალო ბრენდები, ვინც ფინანსურად ასე გამართული არაა. "ისთ პოინტის" შემთხვევაშიც ზარალი ძალიან დიდია, ჩვენ ვართ100%-ით უცხოური ინვესტიცია და ჩვენ ჩვენი ვალდებულება გვაქვს ინვესტორებთან. ამ ეტაპზე არ ვიცით, რა იქნება ზარალი და როგორ დავხურავთ წელს," - განაცხადა თეიკო ლომინაძემ.

"ისთ ფოინთის" მარკეტინგის დირექტორის თქმით, სავაჭრო ცენტრები მზად იყვნენ დამატებითი შეზღუდვებისთვის, თუმცა მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება ამ ბიზნესისთვის სრული ლოკდაუნია.  თეიკო ლომინაძის თქმით, საქართველოში არც ონლაინ გაყიდვებია ისეთი ძლიერი, რომ ამან ბიზნესს გადარჩენა შეაძლებინოს.

"ჩვენ მზად ვიყავით რომ დამატებითი შეზღუდვები მიგვეღო, მაგრამ დღეს მივიღეთ ჩვენი ბიზნესის ე.წ ლოკდაუნი. დახურვას ყველანაირი ფორმით ოპერირება სჯობდა, თუნდაც დამატებითი შეზღუდვებით. რომ ნახოთ რა არის ონლაინ გაყიდვების წილი, ეს ბიზნეს ვერ გადაარჩენს. სამწუხაროდ საქართველოში ონლაინ გაყიდვები არ არის ისეთი ძლიერი და არ წარმოადგენს ბიზნეს პორტფელებში იმხელა პროცენტს, რომ ამან ბიზნესს გადარჩენა შეაძლებინოს. ლოგიკა მარტივია, თუ ჩვენი დამქირავებელი ვერ მუშაობს, ჩვენც იმ მომენტიდან ვაჩერებთ იჯარას და შესაბამისად ჩვენი შემოსავალიც არის ნული," - აღნიშნა თეიკო ლომინაძემ. მისი თქმით, მას სამომავლო პროგნოზის გაკეთება უჭირს თუმცა მოლოდინი აქვს რომ მცირე, ადგილობრივ ბრენდებს გადარჩენა გაუჭირდებათ.

დღის ამბები