24 ოქტომბერი 2026,   22:52
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთში "საქმიანი ეზოს" მოწყობა სრულდება

"საქმიანი ეზოს" მოწყობა სრულდება სამცხე-ჯავახეთში. ობიექტი, სადაც ორგანიზებულად ხდება ხე-ტყის დამზადება, დახარისხება და დასაწყობება სოფელ ჩორჩანში მდებარეობს. ანალოგიური პუნქტებია ასპინძაში, წაღვერში, ბორჯომსა და ბაკურიანში.

საქმიანი ეზო მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენასთან ერთად უადვილებს ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. სააგენტოს ინფორმაციით, გარდა ამისა ტყით სარგებლობა გაცილებით ეფექტიანად ხდება და მცირდება უკანონო ჭრები.

დღის ამბები