01 აგვისტო 2021,   15:05
ვრცლად
ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

პირბადეების ტარება ღია სივრცეებშიც სავალდებულო გახდა. ახალი რეგულაციის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციოს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ ძალიან კარგ დადებით დინამიკას, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არ არის ძალიან სწრაფი, როგორც ხედავთ, ასევე გამოჯანმრთელებულების ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ვალდებულები ვიზრუნოთ, რომ ვირუსის გავრცელება შევანელოთ და არ დავუშვათ გავრცლების სწრაფი ზრდა.

სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყევტილება საბჭოზე, რომ პირპადეების ხმარება იყოს სავალდებულო არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეებში. იცით, რომ ეს არის ის ერთადერთი საშუალება დღეისთვის, რომელიც ყველაზე კარგად იცავს ჩვენს მოქალქეებს ინფიცირებისგან და ამასთან ერთად, დაავდების გავრცელებისგან, ამიტომ ეს არის ყველაზე მარტივი, ეფექტური საშუალება და შესაბამისად, ყველამ ერთად ვატაროთ პირბადე," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის გამოუყენებლობისთვის მოქალაქეს 20 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

დღის ამბები