24 ნოემბერი 2020,   22:35
ვრცლად
ბადრი ესებუას პოლიცია უკვე მე-8 დღეა ეძებს - ოჯახი კი ტერორიზმში ბრალდებულს სახლში დღეს ელოდება 

ძებნის მერვე დღე - 32 წლის ბადრი ესებუას სამართალდამცველები ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში აქტიურად ეძებენ. ამ დრომდე უცნობია ნაპოვნია, თუ არა ტერორიზმში ბრალდებული მძარცველის რაიმე კვალი. ბადრი ესებუას ოჯახი სახლში კი დღეს ელოდება. 

ესებუას მამა და ძმები სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციაში უკვე გამოიკითხნენ, ჩხრეკა ჩატარდა მათ საცხოვრებელ სახლებში. ტერორისტული აქტის, ადამიანების მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიებას ამ დრომდე ერთადერთი ეჭვმიტანილი ჰყავს. 

დღის ამბები