17 ოქტომბერი 2026,   16:38
ვრცლად
ეუთოც და შვეიცარიაც მაღალ შეფასებას აძლევს პარტნიორობას საქართველოსთან და ელის მომავალში ამ კავშირების გაძლიერებას - იგნაციო კასისი

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში იმყოფება. იგნაციო კასისი ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს უკვე შეხვდა. განხილვის მთავარი თემებია სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, ეუთოს როლი და ორმხრივი ურთიერთობები.

შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

როგორც იგნაციო კასისიმ განაცხადა, შვეიცარიაში ქართული ექსპორტის მაჩვენებელმა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

"ეუთოც და შვეიცარიაც მაღალ შეფასებას აძლევს პარტნიორობას საქართველოსთან და ელის მომავალში ამ კავშირების გაძლიერებას.

ჩვენ მზად ვართ მივაღწიოთ პროგრესს და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ვაჭრობა გახლავთ მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პროცესისა, საქართველოს ექსპორტმა შვეიცარიაში გადააჭარბა 100 მილიონ დოლარს, მეორე ელემენტი გახლავთ ნდობა, იგი არის ცენტრი ჩვენი ურთიერთობისა. ერთ-ერთი კონკრეტული გამოხატულება ამ ნდობისა გახლავთ შვეიცარიის როლი საქართველოს ინტერესების წარმოდგენისა რუსეთის ფედერაციაში.

როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, მე ვიაზრებ იმ სერიოზულ გამოწვევებს, რომელიც ევროპული კონტინენტის წინაშე დგას. ეუთო-ს ღირებულება გახლავთ გახლავთ ის, რომ ყველა მონაწილე ერთ მაგიდის გარშემო ზის იმისდა მიუხედავად, რომ შეიძლება პოზიციები განსხვავებული გააჩნდეთ, განსაკუთრებით ეს ქვეყნები უნდა იყოს ყურადღების ცენტრში და ეს შესაძლებელი უნდა იყოს ფუნდამენტალური განსხვავებების მიუხედავად, რომელიც წევრებს შორის არსებობს," - განაცხადა იგნაციო კასისიმ.

დღის ამბები