26 ნოემბერი 2020,   00:16
ვრცლად
ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების მიუხედავად, ყარაბაღში ისევ სროლის ხმა ისმის

მთიანი ყარაბაღი კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების მიუხედავად, რეგიონში ისევ სროლის ხმა ისმის.

სომხეთს აზერბაიჯანის არ სჯერა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ საერთაშორისო საზოგადოება ბაქოს არ შეაჩერებს, შესაძლოა ყარაბაღში ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების გენოციდი ვიხილოთ.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანის პრეზიდენტი და აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მოქალაქეები ცხოვრობენ და მათი უფლებები დაცული იქნება.

დღეს ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არის საბრძოლო მოქმედებები შეაჩეროს, თუ სომხური მხარე აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე იმავე გადაწყვეტილებას მიიღებს.

დღის ამბები