24 ნოემბერი 2020,   22:52
ვრცლად
ანტიგენზე დამყარებულ სწრაფი ტესტებს ცხელების კლინიკებში გამოიყენებენ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ანტიგენზე დამყარებულ სწრაფი ტესტებს, რომელიც პასუხს 15-20 წუთში იძლევა ამ ეტაპზე ცხელების კლინიკებში გამოიყენებენ, მომავალში არაა გამორიცხული, რომ მისი გამოყენების არეალი გაფართოვდეს.

"ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დაიხვეწა. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს სამხრეთ კორეის წარმოების ტესტი, რომელიც აღიარებულია ამ მაღალი ავტორიტეტის მქონე მარეგულირებლების მიერ. იცით, რომ მას ძირითადად ვიყენებდით ტრაილერის მძღოლებზე, ახლა იყო მსჯელობა, როცა გახშირდა შემთხვევები, რომ სწრაფი დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია. ის გამოყენებული იქნება ამ ეტაპზე  ცხელების კლინიკებში." - განაცხადა გამყრელიძემ.

დღის ამბები