02 დეკემბერი 2020,   17:16
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. განახლებული სტატისტიკა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული.​

გამოჯანმრთელდა კიდევ 54 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა სულ 1 759 შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის - 5 584 ადმიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 836. კოვიდ სასტუმროში იმყოფება - 781 პირი.

COVID-19-ის პანდემიას ქვეყანაში 26 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

დღის ამბები