29 ოქტომბერი 2020,   21:34
ვრცლად
ბათუმში, ორსულ გოგონებს ეჭვი აქვთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულები არ არიან - ლალი ანთიძე 

პოლიტიკური გაერთანება "გირჩის" ბათუმის ოფისში კორონავირუსით ინფიცირებული ორსული პაციენტების მდგომარეობაზე ისაუბრეს.

"გირჩის" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლალი ანთიძე აცხადებს, რომ მას სამშობიარო სახლიდან ერთ-ერთი ორსული დაუკავშირდა, რომელსაც ტესტზე დადებითი პასუხი ჰქონდა, თუმცა ეჭვი აქვს, რომ ინფიცირებული არ არის.

ლალი ანთიძე იმ პირობებზე საუბრობს, რომელშიც ორსული სხვა პაციენტებთან ერთად იმყოფება.

"არცერთს არ აქვს არანაირი სიმპტომი, არანაირი ცვლილება ანალიზებში. ეჭვი აქვთ ამ გოგონებს, რომ ეს ტესტი არ არის სწორი. სამი ადამიანი ერთმანეთისგან იზოლირებული არ არის. აქვთ საერთო საპირფარეშო, აბაზანა და დეზინფექცია ამ საპირფარეშოში და აბაზანის არ ხდება,"- განაცხადა ლალი ანთიძემ.

ბათუმის სამშობიარო სახლში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ განმეორებით ტესტის პასუხს 48 საათი სჭირდება და პაციენტებს დადგენილი პროტოკოლის მიხედვით მკურნალობენ.

დღის ამბები