28 ოქტომბერი 2020,   09:50
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შემთხვევები, გაზრდილი კლასტერები და კიდევ ერთი ინფიცირებული პოლიტიკოსი- საქართველოში COVID-19-ის მასშტაბები იზრდება

კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკის ზრდასთან ერთად იზრდება პოლიტიკოსების კლასტერიც - დღეს კორონავირუსი უკვე მეოთხე პოლიტიკოსს, ჯაბა ჯიშკარიანს დაუდასტურდა. 

დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან ინფიცირებულებს შორის იყო მეხანძრე-მაშველი. ვირუსი დაუდასტურდა სასაზღვრო პოლიციის თანმშრომელსაც. 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან საკარანტინე სივრცეში გადავიდა "კურიერის" წამყვანი თეონა ცხომელიძე. ჟურნალისტი კორონავირუსს ისევ ებრძვის, თუმცა სამედიცინო მომსახურება საავადმყოფოში აღარ ესაჭიროება

საქართველოში დღეს კორონავირუსის 187 შემთხვევა გამოვლინდა. მზარდი დადასტურებული შემთხვევებიდან გამომდინარე იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობაც, თუმცა ინფექციონისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მონაცემების მიხედვით სიტუაცია მართვადია.

საქართველოში 19 სექტემბრის მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3306-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 46-ით გაიზარდა და 1481 გახდა. სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 836 ადამიანი იმყოფება.

დღის ამბები