29 ოქტომბერი 2020,   21:55
ვრცლად
"ინფიცირებულებს შორის არიან სამედიცინო სფეროდან, ასევე არასრულწლოვნები და ორსულები"- აჭარის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, არასრულწლოვნები და ორსულებიც.

​მისი თქმით, გასულ დღე-ღამეში აჭარაში კორონავირუსზე 4000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა, საიდანაც 129 შემთხვევა დადებითი აღმოჩნდა. 

"აჭარაში ჩატარდა 4000-ზე მეტი PCR ტესტირება, აქედან ახალი შემთხვევა გამოვლინდა 129. ჩაღრმავებული კვლევები მიმდინარეობს ყველა შემთხვევის ირგვლივ. ხდება როგორც ახლო, ისე მეორადი კონტაქტების მოძიება. დაინფიცირებულებს შორის გვყავს სამედიცინო პერსონალი, არასრულწლოვნებიც და ორსულებიც. შესაბამისად, მათ აქვთ მომსახურება შესაბამის კლინიკებში,"-განაცხადა ნონა ეფაძემ

დღის ამბები