01 ოქტომბერი 2020,   02:05
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმე - არასრულწლოვნების პროცესზე სავარაუდოდ გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა გამოიკითხება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე დღეს სავარაუდოდ გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა გამოიკითხება.

გუშინდელ სასამართლო სხდომაზე კი ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი დაიკითხა, რომელმაც ნიკა ჟვანია ამხილა.

ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ჟვანია 18 ივნისის ღამეს, რკინის ხელკეტით წვეულების დიჯეის კოკო ღიბრაძეს გაუსწორდა.

პროცესზე დაიკითხა დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძეც, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე კომპლექსური და კომისიური ექსპერტიზები ჩაატარა.

"დაცვის მხარის მიერ დაყენებული იქნა შუამდგომლობა, შაქარაშვილის დედის, ქალბატონ თამარ შაქარაშვილის მოწმეთა დაკითხვის სიიდან ამოყვანის შესახებ. ბრალდების მხარე არ გვიჭერდა ამ შუამდგომლობაზე მხარს. სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომ არ იქნეს ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული. არ არის ცნობილი, რომელი მოწმეები უდნა იქნენ დაკითხული ბრალდების მხარის მიერ, მაგრამ ჩვენ ვეჭვობთ და ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია დაკითხული იქნას ამირხანაშვილი," - ამბობს არასრულწლოვან ნ. ქ.-ს ადვოკატი დალი იმნაიშვილი. 

დღის ამბები