01 ოქტომბერი 2020,   23:45
ვრცლად
აშშ-ში COVID-19-ის შემთხვევათა რაოდენობა 5 მილიონს გასცდა

ინფიცირების შემთხვევები ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 მილიონს გასცდა. ინფიცირებულებს შორის არის ოჰაიოს შტატის გუბერნატორი. დონალდ ტრამპმა ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

მონაცემები იზრდება ინდოეთსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. მექსიკაში ვირუსს საერთო ჯამში 50 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სავარაუდო მეორე ტალღის ნიშნებზე საუბრობენ ევროპაში, მიმდინარე კვირაში COVID-19-ის დღიურმა მაჩვენებელმა იმატა ესპანეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ დაინფიცირების რიცხვი გაზრდილია ახალგაზრდებში.

დღის ამბები