თელავში ტრადიციული ჭაჭის ფესტივალი მიმდინარეობს. ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილ პავილიონებში საოჯახო მარნების, ფერმერებისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მიერ ჭაჭის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.
2026 წლის საუკეთესო ჭაჭის მწარმოებელს საკონკურსო ჟიური შეარჩევს, გამარჯვებულები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდებიან. ჭაჭის ფესტივალის მიზანი, წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციაა.