08 აგვისტო 2020,   10:11
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა

საოკუპაციო რეჟიმი დაკავებული საქართველოს მოქალაქის ხვიჩა მღებრიშვილის ჩვენების ვიდეოს ავრცელებს.

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა. 

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ "სამხრეთოსეთელი ღამურების პოპულაციისადმი გაძლიერებულ ინტერესს 2012 წლიდან ავლენს ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"

დღის ამბები