12 აგვისტო 2020,   00:06
ვრცლად
თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოს და ეროვნული ნაკრების ღირსებას - კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

"წარმატებები თოკო!!!" - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას მოსკოვის კლუბ CSKA-ში გადასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თავის განცხადებაში თორნიკე შენგელიას წარმატებას უსურვებს და აღნიშნავს, რომ ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაახარებს გულშემატკივარს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით.

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე შენგელია ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს.

"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს!

წარმატებები თოკო!!!," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია უკვე რუსული საკალათბურთო კლუბ CSKA-ს კალათბურთელია. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა რუსულ კლუბთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

დღის ამბები