03 ნოემბერი 2026,   15:48
ვრცლად
"დარჩა კითხვები, რომელთაც პასუხები უნდა გაეცეს" - კომპანია "ფრონტერას" საქართველოს ეკონომიკის უწყება შეხვედრას სთავაზობს

ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანია "ფრონტერას" საქართველოს ეკონომიკის უწყება შეხვედრას სთავაზობს.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში დასრულებული დავის მიუხედავად, დარჩა გარკვეული კითხვები, რომელთაც პასუხები უნდა გაეცეს.

"უნდა გამოინახოს კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს კომპანიის მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება" - ამბობს დავით თვალაბეიშვილი.

ს​აერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მოთხოვნები ორი თვის წინ დააკმაყოფილა. "ფრონტერა" კონტრაქტის დარღვევაში დაადანაშაულა და მას გარკვეული ხარჯების ანაზღაურება დააკისრა.

დღის ამბები