04 ნოემბერი 2026,   14:42
ვრცლად
კორექტირებული ბიუჯეტის კომიტეტებში განხილვა დღესაც გაგრძელდება - ოპოზციის თქმით, ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებების არ პასუხობს

კორექტირებული ბიუჯეტის კომიტეტებში განხილვა დღესაც გაგრძელდება. საკანონმდებლო ორგანოში მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ჯანდაცვისა და იურიდიული კომიტეტების სხდომაზე გაარჩევენ.

როგორც ცნობილია, COVID-19-ის გამო მასში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი. უმრავლესობისგან განსხვავებით პროექტი ოპოზიციისთვის მიუღებელია.

ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, შემცირებები გაუაზრებელია და მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს.

"ხელისუფლება იღებს 5 მილიარდის ვალს და ბიუჯეტში არ ამცირებს ხარჯებს, რომელიც არის შესამცირებელი, რათა მთელი ეს შეღავათი წავიდეს მოსახლეობისთვის. საერთოდ არ ამცირებენ ბიუროკრატიულ ხარჯებს, ამცირებენ მნიშვნელოვან პროექტებს," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, მმართველი ძალა ხარჯების შემცირებას აპირებს სხვების ხარჯზე და არა მასთან დაკავშირებული კომპანიების ხარჯზე.

"კრიზისული ბიუჯეტის მთავარი ღირებული ნაწილი არის ის, რომ მას შეუძლია ეპიდემიოლოგიურად შესაძლო მეორე ტალღის განვითარების შემთხვევაში კრიზისი სწორად მართოს," - აღნიშნა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები