04 აგვისტო 2020,   09:07
ვრცლად
ბაგებში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი

ბაგებში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი. 40 წლის მ.გ-ს გამოძიება ორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მისი საცხოვრებლიდან ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღები.

დღეს ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს გარჩევაში მონაწილე მერაბ ხიდაშელს. მას ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.

დაპირისპირება ბაგებში ორი დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით მიზეზი წილების გადანაწილება იყო. შეგახსენებთ დაპირისპირებისას დაიჭრა ორი პირი.

დღის ამბები