04 აგვისტო 2020,   10:13
ვრცლად
სომხეთში 4 წლის ბავშვს, რომელმაც COVID-19 გადაიტანა, კავასაკის სინდრომი დაუფიქსირდა

სომხეთში 4 წლის ბავშვს, რომელმაც ასიმპტომური კორონავირუსი გადაიტანა, კავასაკის სინდრომი დაუფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა გაავრცელა.

"ბოლო დროს სხვადასხვა ქვეყანაში შეინიშნება ბავშვებში კავასაკის სინდრომის შემთხვევების მატება, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი კორონავირუსის პანდემიასთან აკავშირებს. კავასაკის სინდრომის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე არ არის ცნობილი, თუმცა მას ძირითადად ინფექციური დაავადებებით პროვოცირებულ ავტოიმუნურ რეაგირებასთან აკავშირებენ.  ეს ძირითადად 5 წლამდე ბავშვებს აქვთ," - დაწერა მინისტრმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ტოროსიანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტატისტიკის გათვალისწინებით სომხეთში წინასწარ მომზადდა იმუნოგლობულინის პრეპარატები, რომლებიც ამ სინდრომის სამკურნალოდ არის განსაზღვრული.

დღის ამბები