26 ოქტომბერი 2026,   21:20
ვრცლად
ნიკა გვარამია ოპოზიციის მცირერიცხოვან აქციაზე: ცხადია, რომ საკმარისი არ არის - გადამწყვეტია სიმრავლე

თითქმის 2 კვირიანი ანონსისა და ორგანიზების მიუხედავად ოპოზიციის აქცია მაინც მცირერიცხოვანი იყო, რასაც ოპოზიციის ლიდერები თავადაც ვერ უარყოფენ.
პარტიების აკრძალვის სარჩელზე საპროტესტო მსვლელობა თბილისში გუშინ გაიმართა. მმართველ გუნდში ამბობენ რომ ოპოზიციას ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, რაც აქციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა.

"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების რაოდენობა საკმარისი ცხადია, რომ არ არის.

ნიკა გვარამია აქციის მონაწილეების რაოდენობაზე: "საკმარისი ცხადია, რომ არ არის. ამიტომაც იყო, ჩემი გამოსვლა სიმრავლეზე, ახლა გადამწყვეტია სიმრავლე. თავებს ითვლიან? და კი ითვლიან, ამას მართლა აქვს მნიშვნელობა და ეს უნდა გავაცნობიეროთ, ამაში ვიყოთ გულწრფელები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ ბევრნი" - ახადებს ნიკა გვარამია.

 

დღის ამბები