10 აგვისტო 2020,   18:51
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის ერთი მედიკოსი, ორი კი - სამხედრო სასწავლებლის კურსანტია.  ამ დრომდე ოკუპირებულ ცხინვალში COVID ინფექცია 45 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 31 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა ოკუპირებულ აფხაზეთში. კორონავირუსზე ტესტი სულ 57 ადამიანს ჩაუტარდა, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ოკუპირებულ რეგიონში ვირუსი ამ დრომდე 28 ადამიანს დაუდასტურდა.

დღის ამბები