26 ნოემბერი 2020,   19:21
ვრცლად
COVID-19 საქართველოში 8 პაციენტმა უკვე დაამარცხა - საქართველო ვირუსის მეორე ფაზას ებრძვის

საქართველოში "კოვიდ 19" 8 პაციენტმა უკვე დაამარცხა. ყველა მათგანი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში გადიოდა.

გამოჯანმრთელებულები ბინაზე უკვე გაწერეს. დადებითი მაჩვენებელი აქვს საჩხერის კლინიკაში პირველ სამ პაციენტს. ექიმების ინფორმაციით, მათ განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ და უარყოფითი პასუხების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას დატოვებენ.

დადებითი დინამიკის პარალელურად, იზრდება სტაციონარში მყოფი პირების რაოდენობა, მართვით სუნთქვაზეა პაციენტი, რომელიც დღეს მარნეულიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

80 წლის კაცი 2 კვირის განმავლობაში სახლში თვითმკურნალობას გადიოდა და დაგვიანებულმა მიმართვამ მისი მდგომარეობა გაართულა.

ექიმების ინფორმაციით, ეს შემთხვევა მარნეულიდან გუშინ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილ 67 წლის პაციენტ ქალთან დაკავშირებული არ არის.

საქართველო ვირუსის მეორე ფაზას ებრძვის. იმისთვის, რომ საზოგადოებაში ვირუსი არ გავრცელდეს, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, დარჩნენ სახლში.

დღის ამბები