26 ნოემბერი 2020,   19:45
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე ეთერიდან მოხსნეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე ეთერიდან მოხსნეს- დირექტორის გადაწყვეტილება თეონა ბაკურიძეს დაახლოებით 2 საათის წინ შეატყობინეს.

დირექტორის ბრძანებაში ეთერიდან მიხსნის მიზეზად საინფორმაციო სამსახურის ახლდდანიშნულ ხელმძღვანელზე გიორგი აბაზაძე ფსიქოლოგიური ზეწოლა სახელდება და ნათქვამია რომ ბაკურიძემ აბაზაძეს არ მისცა საქმიანობის განხორციელების უფლება.

კოხრეიძის ბრძანებიდან ვკითხულობთ,რომ მთავარი გამოშვების წამყვანი,საინფორმაციო სამსახურის უფროსს აიძულებდა თანამდებობა დაეტოვებინა.

დირექტორის განცხადებით, თეონა ბაკურიძის გადაცემიდან მოხსნის რეკომენდაცია მრჩეველთა საბჭოს სხდომის დროს ლალი ბერძენიშვილისა და ფირუზ ბოლქვაძისგან მიიღო. ბრძანების თანახმად, თეონა ბაკურიძე ორშაბათიდან ეთერში აღარ შევა.

 

დღის ამბები