27 იანვარი 2021,   08:43
ვრცლად
"ბლექ სი არენა" სეზონისთვის ემზადება - ივლისში სცენაზე ამერიკელი მუსიკოსი ნაილ როჯერსი და ბენდი Chic წარდგება

წლევანდელი სეზონისთვის "ბლექ სი არენა" განსაკუთრებით ემზადება.

18 ივლისს საკონცერტო დარბაზის სცენაზე ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ნაილ როჯერსი და მისი ბენდი Chic წარდგება. ჰიტების მეფედ აღიარებულ კომპოზიტორს, გიტარისტს, სამგზის "გრემის" მფლობელ მუსიკოსს 500 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მისი ცნობილი კომპოზიცია "ლე ფრიკი", გამოშვების დღიდან ჰიტად იქცა და "ატლანტიკ რეკორდსის" ისტორიაში ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ნაწარმოებს წარმოადგენს.

ნაილ როჯერსი ცნობილია თავისი კოლაბორაციებით სხვადასხვა ცნობილ შემსრულებლებთან. დევიდ ბოუი, მიკ ჯაგერი, მადონა, "დაფთ ფანქი" ყველა დროის საუკეთესო მუსიკოსების ჰიტების ჩამონათვალში როჯერსის მუსიკა საპატიო ადგილს იკავებს.

კომპოზიტორმა და მისმა საყვარელმა ბასისტმა ბერნარდ ედვარდსმა 1976 წელს დააფუძნეს "შიკი". ბენდი, რომლებმაც 60-იან წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია, 9 სტუდიური ალბომი გამოუშვა, მათ შორის ისეთი ცნობილი მუსიკალური კომპოზიციები, რომელიც მუსიკალურ სამყაროში დღემდე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. 

მუსიკოსები საქართველოში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოდიან და "ბლექ სი არენას" სცენაზე საათნახევრის განმავლობაში, ყველა ცნობილ მუსიკალურ კომპოზიციას შეასრულებენ.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები