გუდაურში ზამთრის სეზონისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის ტრასების სააგენტომ" (MTA) კურორტზე სასრიალო ტრასების გაუმჯობესებისა და საბაგიროების ტექნიკური გამართული ფუნქციონირების სამუშაოები ჩაატარა.
"გუდაურას" სასრიალო ტრასაზე, 9 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, ქვიანი მონაკვეთი გაიწმინდა, ნიადაგი დამუშავდა და ბალახის ჰიდროთესვა განხორციელდა.გუდაურში ბალახის ჰიდროთესვის მეთოდი პირველად გამოიყენეს.
პარალელურად, კობისა და თრუსოს საბაგიროებზე ტექნიკური სამუშაოების მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა.