02 ნოემბერი 2026,   18:13
ვრცლად
სენეგალში ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს - ტურნირში 13 ქართველი მონაწილეობს

სენეგალში ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს.

პირველ საკვალიფიკაციო დღეს, "გუნ შუს" დისციპლინაში, გვანცა ქარჩავამ მესამე ადგილი მოიპოვა.

თამაშებში 205 ქვეყნის 2 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის 13 ქართველია. ჩვენი სპორტსმენები 9 სახეობაში ასპარეზობენ.

ოლიმპიურ სოფელში, ქართველ სპორტსმენებს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი, სეოკის გენერალური მდივანთან ერთად შეხვდა.

აფრიკის კონტინენტი ოლიმპიურ თამაშებს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. თამაშები 13 ნოემბერს დასრულდება.

დღის ამბები