03 ნოემბერი 2026,   03:49
ვრცლად
რევაზ სოხაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა.

სამინისტროში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

მინისტრმა ელჩს გააცნო ქვეყნის რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები, სამინისტროს პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და ქვეყნის სატრანსპორტო კავშირების განვითარებისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი სოფიო მამალაძე, ბრიტანეთის საელჩოს კომერციული და ეკონომიკური ოფიცერი ლევან ფანგანი და პოლიტიკური ოფიცერი ნინო ჩიქვანაია.

 

დღის ამბები