03 ნოემბერი 2026,   04:59
ვრცლად
თბილისში, ე.წ. გადასასვლელ ხიდთან ხანძარია - ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ

სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდთან ხანძარია. ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე, არ ვრცელდება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები