27 იანვარი 2021,   02:14
ვრცლად
ვაჟა გაფრინდაშვილმა კოლეგებთან ერთად საოკუოპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დარჩელის მოსახლეობას უფასო კონსულტაციები ჩაუტარა

ვაჟა გაფრინდაშვილმა კოლეგებთან ერთად ზუგდიდში, სოფელ დარჩელში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კონსულტაციები ჩაუტარა. ამ ფორმით მან მონაწილეობა მიიღო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის აქციაში, რომელიც "სენამედისა" და მეგობართა ჯგუფის მიერაა ორგანიზებული.

როგორც გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ამ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს სახელმწიფოსა და სხვა მოქალაქეებისგან განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ.

"მე ვფიქრობ, რომ ხუთჯერ, ათჯერ მეტი ყურადღებაა საჭირო ე.წ. საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებლების მიმართ სახელმწიფოსა და სხვა მოქალაქეების მხრიდან. თუ ჩვენ აქ შევქმნით ბევრად უკეთეს სიტუაციას, მოსახლეობა გრძნობდეს ბევრად მეტ ყურადღებას ქვეყნისგან, მოქალაქეებისგან, ეს რეგიონები შენარჩუნდება. ყველამ ვიცით, რაც ხდება, არის დაცლის საფრთხე და ეს არის ჩვენი მეზობელი ოკუპანტის ინტერესი, შეიძლება თავისუფლად გადმოწიოს ე.წ. საზღვარი,"- აღნიშნა გაფრინდაშვილმა. ის მსგავს აქციაში მონაწილეობას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საზღვრისპირა სოფლებშიც გეგმავს.

დღის ამბები