22 ივნისი 2026,   10:14
ვრცლად
ადვოკატ ნაირა ოტიაშვილთან ერთად დაკავებულია დედა-შვილი - შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ადვოკატ ნაირა ოტიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატთან ერთად ცრუ დასმენის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი, დედა-შვილი. აღნიშნული პირების დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ცრუ დასმენა განხორციელდა მიმდინარე წლის აპრილში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ნათესავებს შორის ქონებრივი დავის საფუძველზე წარმოქმნილ ოჯახში ძალადობას ეხებოდა. კერძოდ, ბრალდებულებმა - ს.ბ.-მ და მ.ა.-მ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს და მათივე ოჯახის წევრი ძალადობასა და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს. აღნიშნული ფაქტი კი დაადასტურა მათმა ადვოკატმა - ნ.ო.-მ .

გამოძიება ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს,"- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები