05 დეკემბერი 2021,   12:25
ვრცლად
ძმის მკვლელობაში ბრალდებული ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს

ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პატიმარი ციხეში გარდაცვლილი ნახეს. "კურიერის" ინფორმაციით, გიორგი წურწუმიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

შეგახსენებთ, გიორგი წურწუმია 28 სექტემბერს ძმის მკვლელობის გამო დააკავეს. დაკავებულმა დანაშაული აღიარა. წურწიმიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა გუშინ მიუსაჯეს. ის ქუთაისის სასჯელაღსულების მეორე დაწესებულებაში იმყოფებოდა.

 "კურიერს" სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გიორგი წურწუმიას თვითმკვლელობის ფაქტი დაუდასტურეს.  

დღის ამბები