23 სექტემბერი 2020,   03:05
ვრცლად
უბედური შემთხვევა სოფელ შუა ხორგში - მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა და დაიღუპა

უბედური შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგში - მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა და დაიღუპა. არსებული ცნობით მამაკაცმა ხელის ტრაქტორი ქვიშით დატვირთა, რის შედეგადაც ის გადაბრუნდა და ქვეშ მოიყოლა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები