საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში იმართება. ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს.
ხვალ პრემიერი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, დაესწრება EPC-ს მე-9 სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.