09 ნოემბერი 2026,   17:03
ვრცლად
დავით მათიკაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: აგენტურა საკუთარ მხარდამჭერებს ასეთ მნიშვნელოვან მოვლენებს უმალავს - ცდილობენ, ისეთი საკითხებით შეავსონ ეთერი, რომელიც არ არის საინტერესო საქართველოსთვის

საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებების დუმილი შეუმჩნეველი არ დარჩენილა მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქვეყნის წარმატებასთან დაკავშირებულ სიახლეებს ისინი შეგნებულად არ აშუქებენ, მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს მეორე პირის ვიზიტზე მათი მხრიდან სიჩუმე კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპონენტები მხოლოდ გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები საკუთარ მხარდამჭერებს, რომელთა რაოდენობაც მინიმუმზე დაბალია, უმალავენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფაქტებს და ცდილობენ, ისეთი საკითხებით შეავსონ საკუთარი ეთერი, რომელიც პრაქტიკულად არ არის საინტერესო საქართველოსთვის.

"ჩვენთვის არის გასაკვირი არაა, რომ ქართული საგარეო პოლიტიკური წარმატება არ ახარებს აგენტურას და რადიკალებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა - მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა, სამხრეთ კავკასიაში მისი სტრატეგიული პარტნიორი საქართველო და უმაღლესი თანამდებობის პირი ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, ჩვენთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისათვის, მისი საგარეო პოლიტიკური წარმატებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ეს მოვლენა, ბუნებრივია, რომ არ მოსწონთ რადიკალებს, მათთვის მსგავსი ნაბიჯები, მსგავსი პროცესი, პირიქით დამაზიანებელია, ესენი საკუთარ მხარდამჭერებს, რომელთა რაოდენობაც არის მინიმუმზე დაბალი, უმალავენ პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, ასეთ მოვლენებს - საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფაქტებს და ცდილობენ, ისეთი საკითხებით შეავსონ საკუთარი ეთერი, რომელიც პრაქტიკულად არ არის საინტერესო საქართველოსთვის." - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი თბილისში 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, გამართა უმაღლესი დონის შეხვედრები, სადაც გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი არაერთი განცხადება. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის პირველ სტრატეგიულ პარტნიორად დაასახელა.

დღის ამბები