09 ნოემბერი 2026,   17:06
ვრცლად
ალის ვაიდელი: გერმანიის გაზსაცავები წელს იმაზე ნაკლებად არის შევსებული, ვიდრე ეს 2025 წელს იყო და უკვე დაცლა დაიწყო

"ალტერნატივა გერმანიისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ალის ვაიდელი გერმანიის გაზის მარაგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ წელს მარაგები იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს 2025 წელს იყო და ის უკვე იცლება.

"გერმანიის გაზსაცავები წელს, იმაზე ნაკლებად არის შევსებული, ვიდრე ეს 2025 წელს იყო და უკვე დაცლა დაიწყო. არადა, ზამთარი ჯერ არც კი დაწყებულა!" - წერს ვაიდელი.

ვაიდელმა მარაგების შესახებ ინფორმაცია გამოცემა Nius-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა და დაწერა, რომ გერმანიის ენერგომომარაგების საიმედოობის აღდგენას მხოლოდ "ალტერნატივა გერმანიისთვის" შეძლებს.

"მხოლოდ პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) შეძლებს ენერგომომარაგების საიმედოობის აღდგენას", - აღნიშნა ვაიდელმა.

დღის ამბები