06 ნოემბერი 2026,   14:24
ვრცლად
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვატიკანში რომის პაპს ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა, პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის პატივისცემა დაუდასტურა და დღეგრძელობა უსურვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 
 
შეხვედრა წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით მექვაბიშვილის ორგანიზებითა და ხელშეწყობით ჩატარდა.
 
პირველმა ლედიმ რომის პაპს სამახსოვრო საჩუქარი - ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში დამზადებული, ხელით მოხატული კერამიკული ნამუშევარი გადასცა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, თამარ ლილუაშვილი.
დღის ამბები