ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით შიდა ქართლის რეგიონში მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ:
- ძუძუს კიბოს
- საშვილოსნოს ყელის კიბოს
- პროსტატის
- კოლორექტული კიბოს
- არტერიული ჰიპერტენზიის
- B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის, სკრინინგული კვლევები.
გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.
სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.