ბელგიის პრემიერ-მინისტრმა მეფე ფილიპეს გადადგომის თხოვნის დაკმაყოფილებისთვის მიმართა. მიზეზი მომავალი წლის ბიუჯეტზე მმართველ კოალიციასთან შეუთანხმებლობა გახდა. მონარქს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.
სამეფო სასახლის ცნობით, მეფე კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებთან კონსულტაციებს გამართავს, პარასკევს კი პრემიერ-მინისტრს კვლავ შეხვდება. მონარქმა მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდა.
5 პარტიულ კოალიციაში უთანხმოება ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად 10 მილიარდი ევროს დაზოგვის გეგმამ გამოიწვია. მემარჯვენე და ლიბერალური პარტიები სახელმწიფო ხარჯების შემცირებას ითხოვენ და გადასახადების ზრდას ეწინააღმდეგებიან, სოციალისტები და ცენტრისტები კი მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების დაბეგვრას უჭერენ მხარს.
თუ მეფე პარასკევს პრემიერ-მინისტრის გადადგომას დააკმაყოფილებს, ბელგიაში შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.